შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე » MundoStudios.Ge ჩვენ ვახმოვანებთ თქვენთვის

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე

ცხელი ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მაგრამ MundoStudios.ge-ზე კიდევ უფრო "ცხელი" შემოდგომა გელით, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. რა სიახლეებს უნდა ელოდოთ ჩვენი საიტისგან და რომელი თქვენი საყვარელი სერიალები გაგრძელდება ამ სეზონზე? გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი თქვენთვის ერთ პოსტად დაგვეწერა. მაშ ასე, თვალი გადავავლოთ თარიღების მიხედვით, რა სერიალები გელით ამ სეზონზე ჩვენს საიტზე:

1) "ნულოვანი არხი" - სეზონი 2 (22 სექტემბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


22 სექტემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს "ნულოვანი არხი" - თავისი საშიში ისტორიებით დაბრუნდება. მე-2 სეზონში სერიალის შემქმნელები კიდევ უფრო შემაძრწუნებელ ისტორიებს გვპირდებიან. ასე, რომ საშიში ისტორიების მოყვარულებო, წინ დაუვიწყარი მე-2 სეზონი გველის. შეგახდსენებთ, რომ სერიალს მე-3 და მე-4 სეზონებიც დამკტიცებული აქვს. და მესამე სეზონში ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჰოლანდ როდენი (ლიდია - "თინეიჯერი მგელი") მთავარ როლს შეასრულებს.

2) "არაადამიანები" - სეზონი 1 (3 სექტემბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


ეს ახალი სერიალია, რომლის არ-გახმოვანებაც უბრალოდ გამორიცხული იქნებოდა ჩვენი მხრიდან. სერიალი MARVEL-ის კომიქსების მიხედვით იქნება გადაღებული. "შილდის აგენტების" მაყურებლებს ეს სერიალი განსაკუთრებულად მოგეწონებათ, რადგან სიუჟეტი სწორედ იმ რეალობაში განვითარდება, რა რეალობაშიც "შილდის აგენტები" არსებობენ.

3) "ერთხელ ზღაპარში" - სეზონი 7 (8 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


"ერთხელ ზღაპარშის" მაყურებლები ალბათ ყველაზე მეტად ელოდებიან შემოდგომას. ყველას ძალიან აინტერესებს როგორ გაგრძელდება სერიალი მას შემდეგ, რაც იგი ძირითადი მსახიობების უმრავლესობამ დატოვა. ცნობილია, რომ სიუჟეტი რამდენიმე წლის შემდეგ გადაინაცვლებს და გაზრდილი ჰენრის შესახებ გვიამბობს. ასევე ცნობილია, რომ ძირითადი ქასთიდან ახალ სეზონში მონაწილეობას მხოლოდ რეჯინა, რუმპელი და კაუჭა მიიღებენ.

4) "სუპერგოგონა" - სეზონი 3 (11 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


სუპერგოგონა 11 ოქტომბრიდან ბრუნდება. მას შემდეგ რაც მეორე სეზონი ასეთი დიდი ინტრიგით დასრულდა, ალბათ ყველას ერთი სული გაქვთ როდის ნახავთ სერიალის გაგრძელებას. კარასა და მონელის თავგადასავალი დიდი ინტრიგებით გაგრძელდება ყოველ სამშაბათს.

5) "ფლეში" - სეზონი 4 (12 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


ჩვენი საიტის მომხმარებლებიდან არ გვეგულება ადამიანი, ვინც ფლეშის სუპერ მეოთხე სეზონს მოუთმენლად არ ელის. ფანტასტიკური სამი სეზონის შემდეგ, "ფლეში" ჯერ კიდევ ერთ-ერთი ლიდერი სერიალია MundoStudios.ge-ზე და არა მარტო ამ საიტზე. მესამე სეზონის ფინალში ჩვენ ვნახეთ როგორ დაამარცხა ბარიმ თავისი ბოროტი ორეული მომავლიდან - სავიტარი და ამის საფასურად სამუდამოდ სპიდფორსში გაუჩინარება გადაიხადა. ახლა კი უნდა ვნახოთ როგორ უმკლავდება "ფლეშის" გუნდი ქალაქში მომრავლებულ კრიმინალებს თავად ფლეშის გარეშე. დაბრუნდება ბარი?! ამას 12 ოქტომბერს გავიგებთ.

6) "ხვალინდელი დღის ლეგენდები" - სეზონი 3 (12 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


"ლეგენდები" სუპერ მე-3 სეზონით ბრუნდებიან. სიკვდილის ლეგიონის დამარცხების შემდეგ "ლეგენდებს" ეგონათ, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა არ იცოდნენ, რომ მათ დროის ხაზი ძალიან სერიოზულად დაარღვიეს და ახლა მხოლოდ მათ მოუწევთ ყველაფრის გამოსწორება.

7) "რივერდეილი" - სეზონი 2 (13 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


"რივერდეილი" მაყურებელს სულ ახლახანს გაეცნო. სერიალს მხოლოდ ერთი სეზონი აქვს გამოსული, თუმცა მან მაყურებლთა გულის მოგება უკვე მოახერხა. მათ შორის ქართველი მაყურებლებიც არიან, რომლებიც სულმოუთქმელად ელიან სერიალის მე-2 სეზონს. მას ჩვენი საიტი რა თქმა უნდა გამოსვლისთანავე შემოგთავაზებთ ქართულად.

8) "ისარი" - სეზონი 6 (14 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


"ისარი" ერთ-ერთი პირველი სერიალია, რომელსაც ჩვენი საიტი დაარსების დღიდან ახმოვანებს. სერიალის წინა სეზონს მის ისტორიაში საუკეთესო ბოროტმოქმედი - პრომეთე ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ მეხუთე სეზონი დიდი ინტრიგით დასრულდა - კუნძული ლიან იუ განადგურდა. ვინ მოკვდება ამ დიდი აფეთქების დროს? ამას მხოლოდ 14 ოქტომბრიდან გავიგებთ, როდესაც სერიალის მეექვსე სეზონის პრემიერას ვიხილავთ.

9) "მოსიარულე მკვდრები" - სეზონი 8 (24 ოქტომბერი)


შემოდგომის პრემიერები MundoStudios.ge-ზე


რა თქმა უნდა შემოდგომის პრემიერები გამორიცხულია "მოსიარულე მკვდრების" გარეშე. სერიალი დამაინტრიგებელი მერვე სეზონით მაყურებელს კვლავ უბრუნდება.

ეს მხოლოდ შემოდგომის პრემიერებია. ზამთარში ასევე ჩვენ კიდევ არაერთი სერიალის პრემიერები გველის. მათ შორის არის "ლანდმონადირეები", "შილდის აგენტები", "13 მიზეზი", "მე ზომბი" და ა.შ.
კომენტარებში გაგვიზიარეთ რომელ სერიალებს ელოდებით ყველაზე მეტად.

ავტორი: MundoStudios

  • #1
  • 3 სექტემბერი 2017 17:45
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: MySelf
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
admin daaxloebit rodis daideba "არაადამიანები"???
  • #2
  • 1 ოქტომბერი 2017 04:05
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: JamieAxole
  • კომენტარები: 6
  • არ იმყოფება საიტზე
Есть в интеренете русский фильм Крым. классный, душевный, нужно посмотреть всей семьёй, здесь гиперссылка глянуть фильмец КРЫМ ТУТ

------------------------------------------------
  • #3
  • 27 ოქტომბერი 2017 17:30
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: nofmiCymn
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
Есть сайт по интересующему Вас вопросу.

---
Подтверждаю. Всё выше сказанное правда. кокон пеленка для новорожденных, ребёнок собчак болен и сколько лет максаковой как укачать новорожденного за минуту

------------------------------------------------
  • #4
  • 27 ოქტომბერი 2017 17:39
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: sicreaMt
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
5 балов

---
Точно в цель :) поточный пастеризатор для пива, расход воды на пастеризатор пмр 3.0 или купить пастеризатор молока бытовой трубчатый пастеризатор 5

------------------------------------------------
Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.