რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა »

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

2017 წელი MundoStudios.ge-სთვის საკმაოდ ნაყოფიერი, მომგებიანი და წარმატებული გამოდგა love წელს არაერთი რეიტინგული ფილმი თუ სერიალი გავახმოვანეთ, არაერთი მაყურებლისთვის უცნობი სახე გავხადეთ ცნობადი და ეს ჯერ ყველაფერი არ არის. წინ ახალი წელი და ახალი შესაძლებლობებია, თუმცა ამ სიახლეში მოდით მიმოვიხილოთ ის, თუ რა გავაკეთეთ წელს და სად ვართ ამჟამად გაჩერებულები.

წლის დასაწყისში ჩვენმა საიტმა წარმოგიდგინათ შემდეგი სახის რეიტინგული სერიალები:
1) მთვლემარე ხეობა / Sleepy Hollow


მთვლემარე ხეობა / Sleepy Hollow

ჟანრი: მისტიკური, ფანტასტიკა, დრამა
წელი: 2014-2017
IMDB: 7.8/10 (52,229 ხმა)

ფანტასტიკის მოყვარულებს კი აუცილებლად გირჩევთ ამ შესანიშნავ სერიალს. "მთვლემარე ხეობა" გახლავთ ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით გადაღებული ადაპტაცია, რომელმაც მაყურებელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია მასში არსებული სიუჟეტისა და მოულოდნელი ინტრიგების გამო. თუ გიყვართ დემონებზე, მითოლოგიებზე და მისტიკურ ქმნილებებზე გადაღებული სერიალი, მაშინ ამ შოუს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუაროთ გვერდი!
სერიალი იწყება კადრით, როდესაც ჯარისკაცი იკაბოდ კრეინი 200 წლიანი ძილისგან იღვიძებს და აღმოჩნდება, რომ ის პატარა ქალაქში - მთვლემარე ხეობაში იმყოფება. ის ცდილობს თანამედროვე ცხოვრებას შეეგულოს და გაარკვიოს მიზეზი, თუ რატომ გახდა ის რჩეული, რომელიც აპოკალიფსის ოთხ მხედარს უნდა ებრძოლოს. თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მმართველი დემონი - მოლოხი მას რაღაც მიზეზის გამო ეძებს.

[center]მთვლემარე ხეობა - I სეზონი ქართულად
მთვლემარე ხეობა - II სეზონი ქართულად
მთვლემარე ხეობა - III სეზონი ქართულად
მთვლემარე ხეობა - IV სეზონი ქართულად


2) სირცხვილი / Skam


რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა


ჟანრი: დრამა, მელოდრამა, ცხოვრებისეული
წელი: 2015-2017
IMDB: 8.9/10 (14,377 ხმა)

ვისაც არც ფანტასტიკა გიზიდავთ და არც კრიმინალური სერიალი, მაშინ ალბათ "გემრიელი" დრამის მოყვარული იქნებით. თქვენთვის კი შესაფერისი სწორედ ეს სერიალი იქნება. შოუ ეხება საკმაოდ ცნობილ და საზოგადოებაში განვითარებულ პრობლემებს ისეთებს როგორიც არის: რასიზმი, ჰომოფობია, თინეიჯერული სიყვარული, ბულინგი სკოლებში და ა.შ. აუცილებლად უნდა ნახოთ როგორ უმკლავდებიან ამ სერიალის პერსონაჟები ასეთ მძიმე პირობებს და პრობლემებს.



3) გმირები / Heroes


გმირები


ჟანრი: დრამა, ფანტასტიკა, საი-ფაი
წელი: 2006-2010
IMDB: 7.7/10 (208,483 ხმა)

ამ სერიალს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ ყველას გსმენიათ ლეგენდარული ჰირო ნაკამურას შესახებ! ^_^ თუმცა მაინც, თუ არის ვინმე ვისაც არ გსმენიათ, მაშინ "გმირები" ეს ის სერიალია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. აუცილებლად დაამატეთ თქვენს "უოთჩლისთში" და დაიწყეთ ყურება.



6 აპრილს საიტის 4 წლის იუბილე ავღნიშნეთ request

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა


6 დეკემბერს ბარ "ინფინიტუმში" ივენთი მოვაწყეთ, სადაც საიტის 4 წლის იუბილე აღვნიშნეთ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ივენთზე სერიალების "სირცხვილი" და "ხვალინდელი დღის ლეგენდების" კინოჩვენება მოვაწყეთ და პატარა წამახალისებელი გათამაშებებიც ჩავატარეთ ^_^
საბოლოო ჯამში ღონისძიებაზე 200-მდე ადამიანი გვესტუმრა ^_^

თურქული ჰიტის ბუმი

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

ზაფხულში გადავწყვიტეთ მაყურებლის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თხოვნა გაგვეთვალისწინებინა და დაგვეწყო გახმოვანება თურქული ჰიტის "დაქირავებული სიყვარულის", რაც ერთი წამითაც კი არ გვინანია. სერიალმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ ჩვენს საიტზე, არამედ მთელი საქართველოს ინტერნეტსივრცეში. ქართული Google-ის 2017 წლის მონაცემებით, სერიალი "დაქირავებული სიყვარული", ყველაზე ხშირად დასერჩილთა ოთხეულში მოხვდა. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თითქმის ყოველი მეორე პოსტი ამ სერიალის შესახებ იწერებოდა. კერძო კომპანიებმა სერიალის წარმატებით ისარგებლეს და გამოუშვეს მისი პერსონაჟების სახით ბალიშები, ბრელოკები, ჭიქები, საათები და ა.შ. მოკლედ, სერიალმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი დამსახურებაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სერიალის 69 სერია (2 საათი და 20 წუთიანი სერია თითო) რეკორდულად სწრაფ დროში 4 თვეში გავახმოვანეთ! crying

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

არანაკლებ რეიტინგულია ის თურქული ჰიტი, რომელსაც ამჟამად ვახმოვანებთ და რომლითაც "დაქირავებული სიყვარული" ჩავანაცვლეთ. სერიალი "სიყვარულს სიტყვები არ ესმის" პერსონაჟებმა ასევე დაიპყრო ქართველი მაყურებლის გული. სერიალს ამჯამად ყოველ სამშაბათს და პარასკევს ვახმოვანებთ.

სხვა დაუსრულებელი სერიალები, რომელთა გახმოვანება მომავალ წელს გაგრძელდება.


"ექვსეული" / Six

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

6 ჯარისკაცის დაუჯერებელი სამხედრო ისტორია თალიბანების წინააღმდეგ ომში. სერიალის მე-2 სეზონი გაზაფხულზე გამოვა და მას გამოსვლისთანავე გავახმოვანებთ.


"სიკვდილის უდაბნოში" / Into the badlands

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

ბარონების და მათი ქვეშევრდომების ისტორია. AMC-ის უახლესი სერიალი ახალი სეზონით ასევე გაზაფხულზე დაბრუნდება.


"ნულოვანი არხი" / Channel Zero

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

ჰორორ სერიალი "ნულოვანი არხი" ახალი მე-3 სეზონით თებერვალში დაბრუნდება. წელს სერიალის პირველი და მეორე სეზონები გავახმოვანეთ.


მიდნაითი, ტეხასი / Midnight, Texas

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

სერიალის პირველი სეზონი წლის დასაწყისში გავახმოვანეთ.


ბნელი მატერია / Dark Matter

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

სერიალი თავიდან ბოლომდე გავახმოვანეთ წელს. სამივე სეზონის ნახვა ჩვენს საიტზე მშობლიურ ენაზე შეგიძლიათ.


13 მიზეზი / 13 Reason Why

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

წლის საუკეთესო დრამა, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. სერიალის მე-2 სეზონი გაზაფხულზე გამოვა.


მცველები / Defenders

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული სუპერ სერიალი. ოთხი გმირის გაერთიანება. ექნება თუ არა სერიალს მეორე სეზონი ჯერ-ჯერობით უცნობია.


დამსჯელი / Punisher

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

დამსჯელი მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული კიდევ ერთი სერიალია, რომელმაც მაყურებელი გააოგნა. სერიალს მე-2 სეზონი უკვე დაუმტკიცა და მას ორ წელში ვიხილავთ.


სხვა მხარეს / Beyond

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

სერიალი "სხვა მხარეს" ამ სერიაში ყველაზე მალე უბრუნდება მაყურებელს. მისი ახალი მე-2 სეზონის ნახვა სულ რაღაც 10 დღეში იქნება შესაძლებელი.


ეგზორცისტი / The Exorcist

რა გავაკეთეთ, სად ვართ და რა იგეგმება - 2017 წლის მიმოხილვა

სერიალის შოკისმომგვრელი ორი სეზონი წელს გავახმოვანეთ. უცნობია მას მესამე სეზონი დაუმტკიცდება თუ არა.


ამდენი ახალი სერიალის გარდა, რა თქმა უნდა ასევე ვახმოვანებთ ძველ სერიალებს. წელს ასევე ჩვენი გახმოვანებით აუცილებლად შეგეძლებათ უყუროთ შემდეგ სერიალებს: ფლეში, ისარი, ხვალინდელი დღის ლეგენდები, სუპერგოგონა, ნიჭიერები, ლანდმონადირეები, მოსიარულე მკვდრები", მკემსავები, შილდის აგენტები, ერთხელ ზღაპარში, რივერდეილი, სიყვარულს სიტყვები არ ესმის და ა.შ.
გაატარე 2018 წელი ჩვენთან ერთად და გპირდებით, რომ არ მოიწყენთ ^_^
ჩვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს
love

ავტორი: MundoStudios

  • #1
  • 21 იანვარი 2018 00:30
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: ana kesareli
  • კომენტარები: 3
  • არ იმყოფება საიტზე
sxva mxares gaaxmovanet gtxoovt
  • #2
  • 20 მარტი 2018 02:52
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: StephenHiz
  • კომენტარები: 4
  • არ იმყოფება საიტზე
Erection Средство Для Потенции . Лучшее снадобье http://eroctive.seobest.website

------------------------------------------------
  • #3
  • 7 აპრილი 2018 09:28
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: svetkakreat
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
I as a matter of fact wanted to use this fallout, but my fucking essay give it ruins all my plans

I in point of fact wanted to enjoy this artifact, but my fucking essay endeavour ruins all my plans
  • #4
  • 13 აპრილი 2018 02:14
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: Kanmazbitle
  • კომენტარები: 2
  • არ იმყოფება საიტზე
Люди кто хочет играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
  • #5
  • 30 აპრილი 2018 03:05
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: AnnaFrolova
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
zilar 2010ys
  • #6
  • 10 ივნისი 2018 22:55
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: Ellbeeria
  • კომენტარები: 57
  • არ იმყოფება საიტზე
Amoxicillin Clavulanate Acid Jessicas Center Progresso Mexico Kamagra Oral Jelly Side Effects cheapest cialis Cyproheptadine Tablets

------------------------------------------------
  • #7
  • 21 ივლისი 2018 21:58
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: AnnaBerkova
  • კომენტარები: 26
  • არ იმყოფება საიტზე
Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.