ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე » MundoStudios.Ge ჩვენ ვახმოვანებთ თქვენთვის

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე

ცხელი ზაფხული დასრულდა, მაგრამ MundoStudios.ge-ზე კიდევ უფრო "ცხელი" შემოდგომა გელით, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. რა სიახლეებს უნდა ელოდოთ ჩვენი საიტისგან და რომელი თქვენი საყვარელი სერიალები გაგრძელდება ამ სეზონზე? გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი თქვენთვის ერთ პოსტად დაგვეწერა. მაშ ასე, თვალი გადავავლოთ თარიღების მიხედვით, რა სერიალები გელით ამ სეზონზე ჩვენს საიტზე:

1) "შილდის აგენტები" - სეზონი 4 (22 სექტემბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


22 სექტემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს "შილდის აგენტები" დაბრუნდებიან, რათა სამართლიანობა კიდევ ერთხელ აღადგინონ და არაადამიანების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ იბრძოლონ. მე-3 სეზონის ბოლოს სცენარისტებმა უამრავი ინტრიგა დაგვიტოვეს. როგორც იქნა აგენტებმა ჰიდრა, უორდი და მასში ჩასახლებული უძველესი არაადამიანი დაამარცხეს. ამჯერად კი Marvel-ის კომიქსების პერსონაჟებს წინ ახალი საფრთხე ელით. ერთ-ერთი კი იქნება Ghost Rider-ი, რომლის სატელევიზიო სივრცეში გამოჩენასაც მარველის კომიქსების ფანები უკვე წლებია რაც ელიან. მოკლედ, წინ აშკარად საინტერესო სეზონი გველის ^_^

2) "კივილის დედოფლები" - სეზონი 2 (23 სექტემბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


23 სექტემბრიდან ნომერ პირველი ძუკნა შანელ ო'ბერლინი თავის ქვეშევრდომებთან ერთად ბრუნდება. პირველ სეზონში ჩვენ გავარკვიეთ ვინ იმალებოდა წითელი ეშმაკის ნიღბის უკან, თუმცა ამით ისტორია არ დასრულებულა. როგორც ჩანს შანელებს კვლავ მოუწევთ მკვლელთან დაპირისპირება და ჩვენ კი ისევ მოგვიწევს "მკითხაობა" თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ამჯერად ნიღბის ქვეშ. უმშვენიერესი მსახიობებით დაკომპლექტებული სერიალი თქვენს გულებს 23 სექტემბრიდან ყოველ პარასკევს კიდევ ერთხელ დაიპყრობს.

3) "ერთხელ ზღაპარში" - სეზონი 6 (27 სექტემბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


დიახ, ძვირფასო მაყურებლებო, არ გეჩვენებათ. Once upon a TIme ჩვენს საიტზე უახლესი მეექვსე სეზონით გრძელდება! 27 სექტემბრიდან, ყოველი სამშაბათი დღე ზღაპრული სამყაროს მოყვარულებისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება, რადგან ამ დღეს ქართულად "ერთხელ ზღაპარშის" უახლესი სერია ქართულად გახმოვანდება. ამ სეზონში საყვარელ პერსონაჟებთან ერთად უამრავ ახალ პერსონაჟს შევხვდებით, ისეთებს როგორებიც არიან: ალადინი, ჯაფარი, ჟასმინი, შეჰერეზადა, მონტე კრისტო და ა.შ.

4) "ფლეში" - სეზონი 3 (6 ოქტომბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


ჩვენი საიტის მომხმარებლებიდან არ გვეგულება ადამიანი, ვინც ფლეშის სუპერ მესამე სეზონს მოუთმენლად არ ელის. ფანტასტიკური ორი სეზონის შემდეგ, "ფლეში" ჯერ კიდევ ერთ-ერთი ლიდერი სერიალია MundoStudios.ge-ზე და არა მარტო ამ საიტზე. მეორე სეზონის ფინალში ჩვენ ვნახეთ როგორ შეცვალა ბარიმ წარსული, როგორ გადაარჩინა დედამისი და ამით ფლეშპოინტ პარადოქსი გამოიწვია. ახლა კი უნდა ვნახოთ როგორ გამოასწორებს ბარი ამ შეცდომას, რადგან მან ხომ თავის აწმყოში აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. დროის ხაზის დარღვევა მას ძალიან ძვირი დაუჯდება...

5) "ისარი" - სეზონი 5 (7 ოქტომბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


"ისარი" ერთ-ერთი პირველი სერიალია, რომელსაც ჩვენი საიტი დაარსების დღიდან ახმოვანებს. შესაძლოა სერიალმა დაკარგა თავისი "ნიშა", თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ის მაინც ძალზედ საინტერესო და ამაღელვებელია. უახლეს მე-5 სეზონში სცენარისტები გვპირდებიან, რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას შემოგვთავაზებენ. სეზონის ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი კი სერიალის პირველ და მეორე სეზონებთან იქნება დაკავშირებული. ნუთუ შესაძლებელია საუბარი იყოს სლეიდ უილსონზე ან ტომი მერლინზე? ამას მხოლოდ სერიალში ვნახავთ,7 ოქტომბრიდან ყოველ პარასკევს.

6) "სუპერგოგონა" - სეზონი 2 (10 ოქტომბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


დიახ, მეგობრებო, არ გეჩვენებათ. უამრავი მოთხოვნა იყო ჩვენი მაყურებლებლის მხრიდან, რომ ეს სერიალი გაგვეხმოვანებინა. მითუმეტეს, რომ სერიალი CW-მ შეისყიდა და მასში უფრო ხშირად გამოჩნდებიან "ფლეშის", "ისრის" და "ლეგენდების" პერსონაჟები, უბრალოდ არ შეგვეძლო ამ სერიალის უახლესი,სეზონი რომ არ გაგვეხმოვანებინა. ასე რომ 10 ოქტომბრიდან, ყოველ ოთხშაბათს სუპერ გოგონა MundoStudios-geზე გელით :)

7) "ხვალინდელი დღის ლეგენდები" - სეზონი 2 (15 ოქტომბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


"ლეგენდები" სუპერ მე-2 სეზონით ბრუნდებიან. პირველ სეზონში ვანდალ სევეჯის დამარცხებით, მათი ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სეზონის ფინალში ვნახეთ, რომ სერიალში ამერიკის სამართლიანობის ასოციაცია გამოჩნდა, რაც DC-ის კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა. წინ ბევრი საინტერესო ეპიზოდი გველის. აქვე გეტყვით, რომ ამ სეზონის ბოროტმოქმედები ჩვენთვის ძააალიან კარგად ნაცნობი პერსონაჟები იქნებიან: მალკოლმ მერლინი (ისარი), ფლეშის საწინააღმდეგო და დემიან დარქი. უკვე ვრწმუნდებით, რომ წინ "ბომბი" სეზონი გველის.

8) "ვამპირის დღიურები" - სეზონი 8 (23 ოქტომბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


ვამპირული საგა სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება. თქვენი საყვარელი სერიალი "ვამპირის დღიურები" ფინალური მე-8 სეზონით ჩვენს საიტზე 23 ოქტომბერს ბრუნდება და ყოველ კვირას დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ.

9) "თინეიჯერი მგელი" - სეზონი 6 (16 ნოემბერი)


ცხელი შემოდგომა MundoStudios.ge-ზე


16 ნოემბრიდან, "თინეიჯერი მგელის" ფინალური მე-6 სეზონი გველის. სამწუხაროდ ეს არაჩვეულებრივი ისტორიაც დასასრულს უახლოვდება. სკოტი, სტაილსი, მალია, ლიდია და ლიამი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან დიდ ბოროტებას "მოჩვენებებზე მონადირეების" სახით. ვინ აღმოჩნდება მათი სასტიკი განაჩენის მსხვერპლი და ვის დაივიწყებენ სამუდამოდ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები? ამას 16 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს გავარკვევთ.

ეს მხოლოდ შემოდგომის პრემიერებია. ზამთარში ასევე ჩვენ გველის "ლანდმონადირეების" მე-2 და "მე ზომბის" მე-3 სეზონები.
კომენტარებში გაგვიზიარეთ რომელ სერიალებს ელოდებით ყველაზე მეტად.

ავტორი: MundoStudios

  • #1
  • 22 სექტემბერი 2016 15:37
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: deidara
  • კომენტარები: 60
  • არ იმყოფება საიტზე
შოკიპიკიპანიკა :დდდ
  • #3
  • 31 დეკემბერი 2016 10:05
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: Jasowdqawfrunc
  • კომენტარები: 13
  • არ იმყოფება საიტზე
стихи к новому году 9 лет поздравление с новым годом коллег от айтишников ресторан поздравление с новым годом покер поздравляет с новым годом поздравления с новым годом 2017 короткие с годом овцы поздравления с новым годом подчиненным от руководителя прикольное поздравление с новым годом 2017 для коллег пожелания на новый год приколы поздравили детей с наступающим новым годом в комнате школьника поздравленье с новым годом для партнеров по бизнесу поздравление с новым годом для фирмы в прозе поздравление с новым годом гальванику красивые стихи про новый год детские поздравления с новым годом тигра для каждого года поздравления с новым годом омар хайям четверостишия про лошадку к новому 2017 году
  • #5
  • 7 იანვარი 2017 17:29
  • ჯგუფი: წევრი
  • ავტორი: VikaHaw
  • კომენტარები: 1
  • არ იმყოფება საიტზე
Как без труда развести девушку на секс: http://seo-swat.ru//g9bVJ
.

------------------------------------------------
Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.